“გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის” – რუსეთის სარაკეტო თავდასხმას საპორტო ქალაქ ოდესაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გამოეხმაურა.
“ოდესაზე რუსული სარაკეტო დარტყმის ერთადერთი მიზანი ტერორია. რუსეთი უნდა დასახელდეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და მის მიმართ უნდა იყოს შესაბამისი მოპყრობა. არანაირი ბიზნესი, არანაირი კონტაქტები, არანაირი კულტურული პროექტები. ჩვენ გვჭირდება კედელი ცივილიზაციასა და ბარბაროსებს შორის, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებით ესხმიან თავს”- წერს დმიტრო კულება.
The only aim of Russian missile strikes on Odesa is terror. Russia must be designated a state sponsor of terrorism and treated accordingly. No business, no contacts, no cultural projects. We need a wall between civilization and barbarians striking peaceful cities with missiles.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 23, 2022