პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოცნება რიგგარეშე არჩევნებს ან რაიმე მსგავს სცენარს არ განიხილავს.
მისი თქმით, არსებული სტატუს-კვო მალე შეიცვლება, რადგან ოპოზიციური პარტიები ხვდებიან, რომ ის გზა, რასაც რადიკალური ნაწილი სთავაზობს დანარჩენ ოპოზიციას, ჩიხია.
“დღეს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კრიზისშია, ვინაიდან, ერთს არ სჯერა, რომ არჩევნებით დაბრუნდება ხელისუფლებაში, მეორეს კი ეს არჩევნები ისე აქვს წაგებული, რომ ხალხს პირდაპირ ატყუებს, თითქოს უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. არცერთ ამ ლიდერს, ვისაც დღეს ეკრანებზე ვხედავთ, მანდატი არ აქვთ რეალურად მიღებული და ვერც შედიან პარლამენტში. ეს სტატუს-კვო მალე შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებებით ჩვენ შევძლებთ ჯანსაღი ოპოზიციური ძალების დარწმუნებას, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ. ვფიქრობ, შიგნითაც მწიფდება პროცესი, როდესაც ოპოზიციური პარტიები ხვდებიან, რომ ეს გზა, რასაც რადიკალური ნაწილი სთავაზობს დანარჩენ ოპოზიციას, ჩიხია. ეს არის რეალურად კრიზისში შემყვანი“, – განაცხადა თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ მალე პარლამენტს “ჯანსაღი ოპოზიცია” დაემატება და საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი.