გზის უკანონო გადაკეტვისთვის, საქალაქო სასამართლომ გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ გამოიტანა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5 000 ლარი ჯარიმა მომისაჯა”, – წერს გვარამია.

გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ.