გთხოვთ დაბრუნდით პარლამენტთან! რუსული კანონი გააქვთ! – პარლამენტთან მობილიზაცია გამოცხადდა

ფოტო : ვახო ქარელი

რუსული კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის პასუხად, მოქალაქეებმა პარლამენტთან ისევ მობილიზაცია გამოაცხადეს.

“საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს. როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა.

ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში.

მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.