“გთხოვთ, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში “- საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა ქართველებს, რუსეთის აგრესიისას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად გორში სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ, მაშკიევიჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
“მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ – განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.