გთხოვთ, ფლანგებს ნუ დათმობთ, კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდით – პრიგოჟინი შოიგუს და გერასიმოვს

“გთხოვთ, ფლანგებს ნუ დათმობთ, კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდით  – ვაგნერის” კერძო სამხედრო დაჯგუფების დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს  და რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს მიმართავს.

“სამწუხაროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ბახმუტიდან ჩრდილოეთით, 570 მეტრით უკან დაიხიეს, რითაც ჩვენი ფლანგები მოაშიშვლეს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართავ, რადგან ჩემ წერილებს არ კითხულობენ. თხოვნა მაქვს თქვენთან, ვალერი ვასილიევიჩ [გერასიმოვი], სერგეი კოჟუგეტოვიჩ [შოიგუ], გთხოვთ, ნუ დათმობთ ფლანგებს, არ დათმოთ საკოს და ვანცეტის დასახლებები. კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდით. გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ, რათა ფლანგები არ მოშიშვლდეს”,-ამბობს პრიგოჟინი.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა  დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრით უკან დაიხიეს. ამასთანავე გუშინ, 17 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში უკრაინელებმა შეინარჩუნეს ბახმუტის გარეუბანში რამდენიმე დღეში განთავისუფლებული თითქმის 20 კმ².