გია ხუხაშვილი განმარტავს, რატომ არის ”შერიგების იდეა ყალბი და უპერსპექტივო”

პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი განამრტავს, თუ რატომ არის ”შერიგების იდეა ყალბი და უპერსპექტივო”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“რატომ არის შერიგების იდეა ყალბი და უპერსპექტივო?

ასეთი შერიგება შესაძლებელია რეჟიმის მმართველობიდან გამოსვლისთანავე, სისტემის მიერ დანაშაულის აღიარების, მის მიმართ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის, მონანიების, დაზარალებული საზოგადოების მხრიდან პატიების და ამ ყველაფრის შემდეგ ფართო ამინისტიის ბაზაზე, სისტემის მსახურების პირველი წრისთვის მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში საჯარო სამსახურიდან ჩამოშორებით.
დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც არსებული ხელისუფლება გახდა პრაქტიკულად სრული სამართალმემკვიდრე მანკიერი სისტემის იმ ნაწილის, რომელმაც მას ლოიალობა გამოუცხადა, ანუ, თითქმის სრულად გადმოიბარა და შესაბამისად პასუხისმგებლობა აიღო მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე და აქცია საკუთარი დანაშაულის ინსტრუმენტად.
ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ სხვადასხვა დროს ერთი დანაშაულის მონაწილე ორი სუბიექტის შერიგებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ისევ ხალხის გვერდის ავლით და ფაქტობრივად ისევ ხალხის ხარჯზე, რომლისთვისაც და რომლის სახელითაც ეს თითქოს კეთდება.

ისინი შერიგდებიან და შედეგად კიდევ უფრო ცხადი გახდება პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის უფსკულის სიღრმე…”- წერს ხუხაშვილი.

ქვეყანაში პოლარიზაცია არყევს მედიის და არჩევნების ნდობას – ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე