მოსამართლე დავით მაკარაძემ მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეებს – გია ჯვარშეიშვილს 7-დღიანი და ელენე ბერიკაშვილს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ორივე მათგანი 19 ნოემბერს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დააკავეს.
19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.














