გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. უგულავა პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 29 ნოემბერს დააკავა. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედება ბრალად. გიგი უგულავა მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან თბილისში უკვე გადმოიყვანეს. როგორც მისი უფლებადამცველი, გიორგი კონდახიშვილი ამბობს, გიგი უგულავა სრული 48 საათი გააჩერეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც არის ცალსახად უკანონობაა.
“გიგის ედავებიან, რომ თითქოს მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მუშაკის მიმართ დაუმორჩილებლობა. სრული 48 საათი გააჩერეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, რაც არის ცალსახად უკანონობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს მასობრივი დაკავებები მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მშვიდობიანი პროტესტის და სწორედ ამისკენ იყო მიმართული გაზაფხულზე დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც გაამკაცრეს სანქციები წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.
უწყვეტ ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს თუ რა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს გიგი,“ – ამბობს ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.