გიგი უგულავა სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პოლიცელები ამტკიცებდნენ, რომ უგულავამ მათ “ძაღლები” უწოდა, პოლიტიკოსმა კი ეს უარყო.

ცნობისთვის, გიგი უგულავა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.