გივი თარგამაძეს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

წულუკიანის ე.წ.  “საგამოძიებო კომისიაზე” გამოუცხადებლობის გამო, გივი თარგამაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

პროკურატურა მიმალვისა და ახალი დანაშაულის რისკს მიუთითებდა, თუმცა ადვოკატი ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. თარგამაძე კომისიაზე გამოცხადებაზე პრინციპულად აცხადებს უარს.

გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას 8 აპრილს გადაეგზავნა.