გილოცავთ, საქართველოს ევროპული გზის ალტერნატივა არ აქვს – პავილიონისი ენმ-ს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიასა და ნაციონალურ მოძრაობას ულოცავს 19 აპრილის შეთანხმებზე ხელმოწერას.

“გილოცავთ, ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობა. ბალტიის გამოცდილება მეტყველებს – ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ, ეს საშიშია, ალბათ კრემლის შთაგონებული ილუზია, – წერს პავილიონისი Twitter-ზე.