“თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.

ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს  მიერ ნათქვამი ადამიანი [დავით არახამია] და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.

საზოგადოებამ ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების, და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს”,

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა.