გიორგი განაჩენს ღიმილით შეხვდა, სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონია – საძაგლიშვილი

გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ რურუას დაპატიმრების გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

“არ არის ეს მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, არამედ ის არის უბრალოდ, პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე, – ამბობს საძაგლიშვილი.

საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას.

“გიორგის არაფერი უთქვამს. ის ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას და ღიმილით და ღირსეულად შეხვდა იმიტომ, რომ არაფერს არ ნიშნავს და არ ცვლის მისთვის ეს გადაწყვეტილება. მას პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოუტანა განაჩენი იმის გამო, რომ იყო “ქართული ოცნების” ოპონენტი, იმის გამო, რომ არის “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი, – თქვა ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ აქვთ ნდობა, რადგან იქაც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი მოსამართლეები არიან.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუა მოძრაობა “სირცხვილიას” აქციებს აფინანსებდა, ასევე, გახდა მთავარი არხის მეწილე.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა “ქართული ოცნება” შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილ