გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა

თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ავსტრიაში გაკეთებული ნარკოტესტის კვლევის პასუხი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა.

“თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა.

ვენის წამყვან ჰოსპიტალში “RUDOLFINERHAUS” ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

#დებატებიდაიდოს,” – წერს გიორგი გახარია.