პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში პარტიის ოფისი გახსნა.
მისი თქმით, დღეს პრეზენტაცისას ოფისში შუქი ჩააქრეს, თუმცა ქვეყნის მსახურებაში ეს ხელს ვერ შეუშლით.
“ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, მიუხედავად იმისა, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან და ქვეყანას ემსახურებიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მსახურებას”, – თქვა გახარიამ.