გიორგი გახარია გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ კნირშს შეხვდა.

გახარიამ გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ COVID-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

ქნირშმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა.

გახარიას თქმით, “COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნად შეფასება დიდი შესაძლებლობაა, რომელიც გონივრულად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროკავშირის წევრ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, რათა კოორდინირებულად და ეტაპობრივად შესაძლებელი გახდეს უსაფრთხო მიმოსვლა. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.”

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.