პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ პირადად ჩემთან. მე სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომლებსაც უაღრესად მძიმე პირობებში უწევთ ბრძოლა, მე ცალკე აღებული თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში”,– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ქართული ოცნებიდან კი კახა კალაძე. მერობისთვის ასევე იბრძოლებს ლელოს კანდიდატი ანა ბიბილაშვილი.