პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, გახარია იმსახურებს, რომ იყოს “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი.
„მე პირადად ვთვლი, რომ გიორგი გახარია იმსახურებს იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი. ეს გადაწყვეტილება გუნდის მისაღებია. ჯერ სიასთან დაკავშირებით არ არის გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოში საზოგადოებას უკვე წარვუდგენთ საარჩევნო სიას, ისევე როგორც მაჟორიტარებს. რაც შეეხება პირადად ჩემს ადგილს, რომელი ნომერი ვიქნები სიაში, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მეტსაც გეტყვით, მე რომ მკითხონ, ვარჩევდი, რომ სიის სათავეში არ ვიყო და ჩემზე გამოცდილ, ჩემზე დაფასებულ, ღვაწლიან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოწინავე ადგილები”,– ამბობს თალაკვაძე პალიტრანიუსის ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მზად არის, მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა.
ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის და ჩვენი გუნდი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა მომავალზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან პროგრესული პროგრამით, განახლებული გუნდით წარვსდგებით და მჯერა ჩვენი მოქალაქეების, რა არჩევანსაც მოქალაქეები გააკეთებენ, ამ არჩევანს ვენდობით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს დაკომპლექტების პრობლემა. გარწმუნებთ, არათუ საპარლამენტო სიის, ჩვენ არცერთ დონეზე მომავალშიც არ გვექნება პრობლემა და კიდევ უფრო ეფექტური გუნდით შევთავაზებთ საზოგადოებას ჩვენს პროგრამას,“ – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.