გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ გახარიას ადვოკატს საშუალება ექნება გაეცნოს საქმის მასალებს.

“გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოხდა ახლა. მანამდე რაც ვრცელდებოდა, იყო ტყუილი. დაზარალებულად ცნობა ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს”- აცხადებენ პარტიაში.

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  .

შსს-მ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.