გიორგი ვაშაძეს თაკო ჩარკვიანთან 11 დღეა შეხება არ ჰქონია – პარტიის პრესსამსახური

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მის თანაგუნდელთან, თაკო ჩარკვიანთან 11 დღეა შეხება არ ჰქონია.

“გიორგი ვაშაძე თავს ძალიან კარგად გრძნობს, დღევანდელი შეხვედრა მაინც გადადო, ტესტის გასაკეთებლად წასულია და შედეგბი ჯერ არ ვიცით”. – უთხრეს “ტაბულას” პარტიის პრესსამსახურში.

სტრატეგია აღმაშენებლის საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს.