სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, გიორგი ვაშაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არც მერობის და არც მაჟორიარობის კანდიდატი არ იქნება.
“შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, 100%-იანი ალბათობით, რომ გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი — არც მაჟორიტარობის კანდიდატად, არც მერობის კანდიდატად”,– თქვა სერგო ჩიხლაძემ.
მისივე ინფორმაციი, პარტიას ყველა დიდ ქალაქში ეყოლება საკუთარი კანდიდატი, მათ ვინაობას კი აგვისტოს ბოლოს გაასაჯაროებენ.