გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. მისი თქმით, თაკო ჩარკვიანთან ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა შეხება, თუმცა PCR ტესტის პასუხის გაგებამდე მაინც თვითიზოლაციაში იქნება.

“დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო:

1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,- წერს ფეისბუქზე ვაშაძე.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ვირუსი ინფიცირებულ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.