„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო და რამდენიმე წუთის წინ,პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში დააპატიმრეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებული არ დაესწრო.
ვაშაძე განაჩენს პარტიის ოფისში თანამოაზრეებთან ერთად ელოდებოდა.
23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება – გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.