გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ წევრზე, გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კანდელაკს, გუშინ, „თავისუფლების“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.