გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბრენდირებული ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რისი ჯამური სარეალიზაციო ღირებულებაც, განცხადების მიხედვით, რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.

საქმეზე კანდელაკთან ერთად კიდევ 6 ადამიანი დააკავეს.