გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად შევიდა.

მას შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ კითხვებს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უპასუხებს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტები ეროვნული თანხმობის შესახებ ისაუბრებენ.

არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა 3 საათს გაგრძელდება.