დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს 2,000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდების მხარე მათთვის გირაოს სახით 5,000 ლარის დაკისრებას მოითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის საქმეზე სამი ადამიანი – 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. 22 თებერვალს დააკავა. 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.