გიორგი მჟავანაძის თქმით, მასზე პოლიციელებმა იძალადეს და არიან თვითმხილველები – ადვოკატი

“გიორგი მჟავანაძის თქმით, მასზე პოლიციელებმა იძალადეს და არიან თვითმხილველები “- პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა იძალადეს და ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

“რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა”, – წერს ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

“სირცხვილიას” აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა, რის შემდეგაც 3 აქტივისტი დააკავეს.