გიორგი მუმლაძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა – სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის აგროვება დაიწყეს

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძეს, 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა. მოძრაობა “საქართველოსთვის” ერთ-ერთი აქტივისტი ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. აქტივისტებმა და მეგობრებმა უკვე დაიწყეს თანხის აგროვება.

“სასამართლომ გიორგი მუმლაძეს შეუფარდა საპატიმრო გირაო 3 000 ლარის ოდენობით. Თანხის გადახდამდე გიორგი რჩება პატიმრობაში. მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები ვაგროვებთ გირაოს თანხას მუმლიკას თავისუფლებისთვის.

საქართველოს ბანკი:
მიმღები: იგორ ნარმანია
თიბისი ბანკი:
მიმღები: ალიკა კუპრავა
დანიშნულება:
#მუმლიკასთვის“- წერს ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში.

აქტივისტი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მუმლაძე შსს–მ სისხლის სამართლის წესით 14 აპრილს დააკავა. შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ აქტივისტს წინააღმდეგობას რამდენიმე პოლიციელი უწევდა, მუმლაძეს სუნთქვა უჭირდა, რა დროსაც მან ინსტიქტურად, პოლიციელს უკბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.