დაკავებული სამოქალაქო აქტივისტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი მუმლაძე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ, მოძრაობა “საქართველოსთვის” ერტ-ერთი დამფუძნებელი კახა კვეკვესკირი სოციალურ ქსელში წერს. ცოტახნისწინ, მუმლაძეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა რის შემდეგაც, სამოქალაქო აქტივისტებმა თანხის შეგროვება დაიწყეს და 1 საათში სრულად მოაგროვეს თანხა.
“Გიორგის გირაოს თანხა სრულად არის შეგროვებული.
აქტივისტი, ილიაუნის პროფესორი გიორგი მუმლაძე შსს–მ სისხლის სამართლის წესით 14 აპრილს დააკავა. შსს-ს მტკიცებით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა კადრებში კარგად ჩანს, რომ აქტივისტს წინააღმდეგობას რამდენიმე პოლიციელი უწევდა, მუმლაძეს სუნთქვა უჭირდა, რა დროსაც მან ინსტიქტურად, პოლიციელს უკბინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.