აქტივისტი, “მოძრაობა საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მის ძმას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სამსახურიდან იმიტომ ათავისუფლებს, რომ მისი ძმაა. მუმლაძე ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
“პოლიტიკური დევნა არ არის ახალი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის! ქოცსისტემა ჩემს მოთმინებას და ბრძოლისუნარიანობას კიდევ ერთხელ გამოცდის! ამჯერად ჩემს მეორე ძმას, სიმონ მუმლაძეს აგდებენ სამსახურიდან, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს “ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში” 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, არის თავის საქმის პროფესიონალი და ერთგულად ემსახურება საქმეს!
ერთადერთი “პრობლემა”, მისთვის არის ის რომ ჩემი ძმაა, სწორედ ამიტომ მთელს სამსახურში, მხოლოდ მას არ გაუგრძელეს ხელშეკრულება! ჩემი ოჯახისთვის თავს შევაკლავ ნებისმიერს! პატარა კაცუნებს ყველგან სათანადო პასუხს გავცემთ! მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ვნახოთ ვისი აჯობებს!”,– წერს მუმლაძე Facebook–ზე.