საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის “მთავარი არხის” ერთ -ერთ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს. ამის შესახებ მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
“მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ, თუ რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას.ასევე ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი ვერ მოახდენს გავლენას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.