გიორგი რურუა დანაშაულის მსხვერპლია და პოლიტიკური მოტივით იდევნება – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება – დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა იარაღის ჩადების გამო, დაზარალებული თავადაა. დაცვის მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება.
პროცესზე ამ წუთებშიც ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენენ, რომლებიც კიდევ ერთხელ შეახსენებენ სასამართლოს ამ საქმეში არსებული დარღვევების შესახებ და კიდევ ერთხელ დაასაბუთებენ იმას, თუ რატომ არის გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარი. გაჭიანურებული პროცესის გამო, სავარაუდოდ, დღეს მოსამართლე გადაწყვეტილებას აღარ გამოაცხადებს.
გიორგი რურუა ხელისუფლებისთვის მიუღებელი სწორედ ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და “მთავარი არხის” თანადგომის გამო აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ის 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს.