გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ

” ტოიოტა ქამრის 6-ვე მგზავრი ბრალდებულად ცნონ”- გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს, რომ ინციდენტის ღამეს ტოიტოა ქამრის მანქანაში მსხდომი ექვსივე პირი მკვლელობაში ბრალდებულად ცნონ. ამ თემაზე შაქარშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო. ეს გახლავთ ტოიოტა ქამრიში მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი, ექვსივე მათგანი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებაში”, — ამბობს შაქარაშვილის ბიძა.