გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პოლიციამ 17 პირი დააკავა. შსს-ში საქმესთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება.

დაკავების ოპერაციები თბილისის სხვადასხვა უბანში წუხელ ჩატარდა.

გოირგი შაქარაშვილის საქმეზე, დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკავებას მათი ადვოკატები ადასტურებენ. ისინი ამ დროისათვის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებიან, სადაც ბრალდებულები ჰყავთ გადაყვანილი.

ახალგაზრდების დაკავების საფუძველი სავარაუდოდ გლდანის პოლიციაში წუხელ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება გახდა. საქმის ერთერთმა მთავარმა მოწმემ – შაქარაშვილის მეგობარმა “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ამოიცნო, რომელთა შორის  4 მორაგბეც იყო.

ერთ ერთი დაკავებულის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილის 8 საათზე დააკავეს და მას ბრალად სავარაუდოდ 126-ე, ძალადობის მუხლს წაუყენებენ,

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.მყვინთავებმა  შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო