გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ შაქარაშვილი სიკვდილის დროს პრაქტიკულად ფხიზელი იყო.
“ალბათ, თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ერთერთ ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ, რომ აღებული იქნება სისხლი, როგორც ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ასევე ალკოჰოლზე. ალკოჰოლთან მიმართებით აღმოჩნდა 0.85 მეასედი ეთილის სპირტი [ალკოჰოლი] და ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკუალ, თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში იყო გარდაცვლილი სიკვდილის დროს”. – თქვა ალექსანდრე გეჯაძემ.
ექსპერტის განცხადებით, შაქარაშვილს ალკოჰოლის ჭარბი ზემოქმედება რომ ჰქონოდა, ამას შეიძლება შეეშალა ხელი გადაადგილებისთვის, მოძრაობისთვის და ა.შ.