გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობის მე-9 დღეს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ, მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს:

“ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!
გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!
ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე,  პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!
დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.
გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!” წერს პაპიაშვილი.