საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ ლაივზე კითხვებზე პასუხად ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ყოველთვის მზად იყო, თუმცა არ უნდოდა ამას ოპოზიციაში აზრთასხვადასხვაობა გამოეწვია.
“მე ყოველთვის ვიყავი მზად ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, რომ ვინმეს ეთქვა, აი, ახლა სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო არჩევნები აგვერია…მოგებული გვქონდა და წავაგეთ… ხალხი თუ ერთად გადაწყვეტს, ეს პრობლემა საერთოდ არ არის. თუ ყველა ოპოზიციური ლიდერი შეთანხმდება, გადაწყვეტს და ჩათვლის, რომ ეს არის მათი ინსტრუმენტი, ამის პრობლემა არ არის. ამას ბევრჯერ ვამბობ”,– ამბობს სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, საქართველო ენატრება, თუმცა საქმეს არ დააზარალებს.
“მე გიჟივით მენატრება ჩემი ქვეყანა, მაგრამ საქმე არ უნდა დავაზარალოთ, საქმეს უნდა შევუწყოთ ხელი. ყველაფერი, რაც ერთიანობას მოემსახურება, მე ამას გავაკეთებ, ჩემს პიროვნებას არ მოვარგებ არაფერს”,– აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.