სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე ნიკა გურგენიძე მერიის ახალ სკუტერებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას მოქალაქეებს უზიარებს. მისი თქმით ახალი სკუტერები სრულიად გამოუსადეგრია და მოსახოლეობას მოუწოდებს რომ არასდროს ისარგებლონ ამით.
“გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ მერიის სკუტერები❗️❗️❗️
– შუა გზაში დაჯდა.
– მგზავრობა ვერ დავასრულე ბევრი მცდელობის მიუხედავად, აპლიკაცია აგდებდა ერორებს.
– დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე, ჯერ სანამ გავედი და გადაამოწმეს. მერე მითხრეს, ეს კერძო კომპანიას ეკუთვნის ჩვენ ვერ დაგეხმარებით, იმათ საფორთ მეილზე უნდა გააგზავნო მოთხოვნაო და გავაგზავნე.
– ამასობაში უამრავი დრო გავიდა და როდესაც იმათმა (კერძო კომპანიამ, მეილის საფუძველზე) ხელით დაასრულეს მგზავრობა, ჩამომეჭრა 14.65.
– კომპანიას მოვთხოვე ზედმეტი თანხის ანაზღაურება. არც მეილზე მპასუხობენ და არც შიდა აპლიკაციის დახმარების განყოფილებაში.”- წერს ნიკა გურგენიძე.
ცნობისთვის, 27 აპრილიდან, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. მგზავრობის დაწყების ღირებულება 1 ლარია, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი ღირს. ელექტროსკუტერით 1 საათის სარგებლობის ფასი 21 ლარია.