გირჩის ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზანი ამბის გამოტანაა.
„გირჩის“ მთავარი ამოცანა ამ პროცესში მონაწილეობის არის, რომ ამბავი გამოვიტანოთ – რომელმა გაწირა უფრო მეტად ამ ქვეყნის მომავალი. ეს ამბავი რომ არ დაიმალოს, რაც შეიძლება მალე უნდა დავადგინოთ. ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ამ მხარეების იძულება, უნდა დაფიქრდნენ მათი ამომრჩევლები, რომ მათმა ლიდერებმა ქვეყნის პროდასავლური მომავალი დააყენეს ეჭვქვეშ.
არ ვიცი როგორ უნდა ამოაგდო ადამიანების თავში არსებული ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თუ ხედავ, რომ მათი პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ არაევროპელები იყვნენ, რაღაც ხომ უნდა მოვიფიქროთ ადამიანებმა, ამათ იმედად ხომ არ დავრჩებით?“, – თქვა იაგო ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ინტერესებს ევროპელები იცავენ და ქართველ პოლიტიკოსებში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძვის.