გირჩის და მოქალაქეების გარდა, საბიუჯეტო დაფინანსებას ყველა პარტია მიიღებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსებას 14 ზღვარგადალახული პოლიტიკური პარტიიდან 12 მიიღებს.

საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი თქვეს პარტია გირჩმა და მოქალაქეებმა.

12 პარტიის წლიური დაფინანსება ასეთი იქნება:

  1. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო – 5,140,020.00 ლარი
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2,199,635.00 ლარი
  3. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 240,000.00 ლარი
  4. პროგრესი და თავისუფლება – 12,000.00 ლარი
  5. საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 204,000.00 ლარი
  6. ევროპელი დემოკრატები – 460,000.00 ლარი
  7. გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი – 939,925.35 ლარი
  8. კანონი და სამართალი – 104,436.15 ლარი
  9. ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1,124,409.00 ლარი
  10. ლელო საქართველოსთვის – 803,560.00 ლარი
  11. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1,043,120.00 ლარი
  12. საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 289,710.00 ლარი