პარტია “გირჩი” შვიდ მოთხოვნას აჟღერებს, რომელთაგან ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, პარტია პარლამენტში შევა. პარტია ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.
გირჩის მოთხოვნებია:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩიოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიოს ხალხმა და ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებულ იქნას მულტისავალუტო რეჟიმი;
- მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია;
- რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
როგორც გირჩის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის შემთხვევაში წევრთაგან არცერთი არ აიღებს პარლამენტარის ხელფასს და პარტიულ დაფინანსებას. ასევე, არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში. თუმცა პარტიის წევრები ისარგებლებენ პარლამენტის წევრის იმუნიტეტით, იარაღის ტარებისა და პარლამენტის შენობის პრესბანერთან დგომის უფლებით.