“ჩვენი ფინანსები საჯაროა. ინტერნეტში დევს და ყველა მოქალაქისთვის მისი დაფუძნების დღიდან ხელმისაწვდომია. შესაბამისად, ჩვენ არც ველოდებოდით იმას, რომ რაღაცნაირად ვიღაც გვეტყოდა, რომ ფინანსებს ვმალავთ. შეიძლება ყველაფერი დაგვაბრალონ, მაგრამ ბევრი ფინანსები რომ გვაქვს და თან ვმალავთ, ამას არ დავიბრალებთ. რაც შეეხება ნდობას, როგორ შეიშლება მე სახელმწიფო მაკონტროლებელს ვენდობოდე ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არსებობს და ვიცი, რომ როგორც ერთი კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერი.
ზოგადად, გამჭვირვალობაში როგორ შეიძლება ცალკე აღებული რამე იყოს. უბრალოდ, ყველაფრის გამჭვირვალობა ყოველთვის არ ვარგა. მაგრამ პოლიტიკური პარტიების ფინანსებთან დაკავშირებით ეს კითხვა ცხადია, რომ არც დგას. უბრალოდ, ყველაზე გაუმჭვირვალე პარტია, რომელიც არსებობს, არის “ქართული ოცნება” და მერე “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მოქმედი და ყოფილი სახელისუფლებო პარტიებიდან. ეს ხალხი რომ სხვის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ, ცოტათი არასერიოზულია.[…] „გირჩი“ 36 ნომრით და დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე. შესაბამისად, მე არ ვიცი, რა იწვევს ხოლმე ამ მღელვარებას ყოველთვის, მაშინ როდესაც ჩემი კოლეგები ახალ პოლიტიკურ ქორწინებას მოაწყობენ, მე მეკითხებიან, იმავეს ხომ არ ვაპირებ და ჩვენი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის უცვლელი იყო – ადამიანებს ვთხოვთ 36 ნომრის გაფერადებას და არა იმას, რომ ჩვენს პარლამენტში შესაყვანად ვიღაც უცნაური ხალხი შემოხაზონ. არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებ“,
ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.