”გირჩი – მეტი თავისუფლება” მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

პარტია ”გირჩი – მეტი თავისუფლება” საქართველოს მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამასთან დაკავშრებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

“ხელისუფლება უგულვებელყოფს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის და დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და სასამართლოზე პოლიტიკური წნეხის მოხსნის თაობაზე; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს უსაფუძვლოდ უზღუდავს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სერვისზე წვდომას, რითიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გირჩი – მეტი თავისუფლება უერთდება მოთხოვნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ იქნას ჰოსპიტალიზებული რომელიმე კერძო, C-კლასის კლინიკაში.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების დამძიმება და გართულება მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. დაუშვებელია, სახელმწიფო, ქართველი ხალხის სახელით, ამგვარად ეპყრობოდეს პატიმრობაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს”. – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.