“გირჩი” საარჩევნო კომისიებში ადგილებს ყიდის. ამის შესახებ, პარტიის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო კომისიებში ადგილების გაყიდვის აუქციონი წარმატებით მიმდინარეობს.
”ჩვენ გადავწყვიტეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგვეყიდა 3800 ადგილი, აუქციონები არის საჯარო, საჯარო აუქციონებში მონაწილეობენ ჩვენი მხარდამჭერები. თბილისის აუქციონებზე საკმაოდ დაბალი იყო ფასი, სადაც 45 ლარი, ეს იმიტომ რომ ვერ დაიჯერეს რომ მართლა ვშვებოდით, მეორე დღეს კახეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა და 100 ლარს გადაცდა”, – განაცხადა მეგრელიშვილი.