გირჩის განცხადებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს.
“ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში”, – წერია გირჩის განცხადებაში.
გირჩი პარტიის წევრებში ეძებს მსურველებს, ვისაც რომელიმე ოლქში საკუთარი კანდიდატურის დატენება სურს.
“პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენთაგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, გირჩს მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა” , — წერია განცხადებაში.