“გირჩი “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.მეგრელიშვილის თქმით, სულ უფრო მცირდება იმის იმედი, რომ პრობლემას ფასილიტატორები გადაწყვეტენ.
“მგონია, უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ. უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ თუ რამე უნარი გვაქვს, მოვიფიქროთ გამოსავალი, ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას, ვისაც უნდა, ჩვენ ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ. “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით, რომ შევეხმიანებით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.