“გისმენდით და შთაბეჭდილება მრჩება რომ ეხლა მოხვედით ხელისუფლებაში “- მიმართა პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.
”2016 წლის სახელმწიფო პროგრამა რაც თქვენს გვერდზე დევს რაღაც ციფრებითაა გაჯერებული, რაც ეხლა წარმოადგინეთ არის სადღეგრძელო, არაფერი არ წერია მანდისიც კი არ წერია რაც წინა პროგრამებში ეწერა. წინა პროგრამა ითვალისწინებდა, ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო მარტივი რეგისტრაციის საშუალება. უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის ფუნქციონირება რომელიც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი ამოღებულია.
სოციალური მუშაკების თემა რატოა აქტუალური? 2019 წლის პროგარმით მათი რიცხვი უნდა გაზრდილიყო და ამ დროს შემცირდა, ეს ხო არაა მიზეზი რომ ქობულეთის ტრაგედია მივიღეთ? გისმენდით და შთაბეჭდილება მრჩება რომ ეხლა მოხვედით ხელისუფლებაში.თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა (თქვენი სიტყვებია ეს) იგივე მინისტრთა კაბინეტი რატო წარმოგვიდგინეთ? ”- განაცხადა იოსელიანმა.