გიული ალასანია პატრიარქს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი დედა, გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

მისი თქმით, პატრიარქთან ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

“მე ვიცი, რომ მისთვის არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, ორ სამღვდელო პირთან ერთად, რომლებიც ალბათ ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა, რომ ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის პუნქტი არ არსებობდა, ასეთი თემები, ძალიან მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული”,– ამბობს ალასანია ფორმულასთან საუბრისას.